14 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
ოპოზიცია იმდენს ლაპარაკობს გაყალბებაზე, საბოლოო ჯამში, გაყალბებული ოპოზიცია შერჩა ხელში ჩვენს საზოგადოებას - რატი იონათამიშვილი

"ქართული ოცნების" წევრის, რატი იონათამიშვილი განცხადებით, ოპოზიცია იმდენს ლაპარაკობს გაყალბებაზე, რომ საბოლოო ჯამში, გაყალბებული ოპოზიცია შერჩა ხელში საზოგადოებას.

მისი განმარტებით, ოპოზიცია 2020 წლის არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამეორებას ცდილობს, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.

"ოპოზიცია იმდენს ლაპარაკობს გაყალბებაზე, საბოლოო ჯამში, გაყალბებული ოპოზიცია შერჩა ხელში ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ ვხედავთ ეს ფარისევლები როგორ პოლიტიკურ სასოწარკვეთაში არიან. სამართლებრივი პროცედურების თვალსაზრისით თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ამის [მანდატებზე უარის თქმის] სამართლებრივი პროცედურების გზები და ბერკეტები არ არსებობს, ვიდრე არ შეიკრიბება ახალი მოწვევის პარლამენტი. ახალი მოწვევის პარლამენტში იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ამ ოდიოზური ადამიანების დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე იმსჯელოს დეპუტაციამ. მანამდე, ეს ყველაფერი არის მხოლოდ პიარის ნაწილი, თანაც ძალიან უხარისხო. ფაქტობრივად, ისინი გვთავაზობენ 2020 წლის კატასტროფის გამეორებას, რაც მათ რიგებში მოხდა. მათთვის შედეგები გაცილებით უფრო მძიმე იქნება საბოლოოდ, ვიდრე ეს 2020 წელს იყო. ისინი იმ 4 წლის განმავლობაში, რაც პარლამენტში იყვნენ, არ წარმოადგენდნენ საკუთარ ამომრჩეველს, არამედ საკუთარი კომფორტისთვის იყვნენ იქ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები