"მახსენდება ხოლმე გრიგოლ რობაქიძის კლასიკა, რომ გველი კანს იცვლის, მაგრამ ზნეს არა. ამ ოთხივე პარტიას აქვს ერთი ზნეც და ერთი მიზანიც, ისინი მოქმედებენ, რომ ყველანაირად არეულობა გამოიწვიონ, მაქსიმალური ესკალაცია და მეორე ფრონტი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა რატი იონათამიშვილმა "დღის კურიერშიო" განაცხადა.
რატი იონათამიშვილის თქმით, ოთხ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც სინამდვილეში ოთხი პროექტია, ავტორიც და პატრონიც ერთი ჰყავს.
"კრიზისს რაც შეეხება, კრიზისი არის რადიკალურ ოპოზიციაში და რადიკალურმა ოპოზიციამ დაიმსახურა, რომ მათ ჰქონდეთ კრიზისი. რა თქმა უნდა არანაირი კრიზისი არ იქნება ჩვენს ქვეყანაში, ვინაიდან ნებისმიერი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა, ხდება დღესაც და მოხდება, ამას ვერაფერი ხელს ვერ შეუშლის.
ახლა ამ პარტიებზე მინდა ვილაპარაკო, რომელიც სინამდვილეში 4 პარტია კი არ არის, არამედ არის ოთხი პოლიტიკური პროექტი და ამ ოთხ პროექტს ჰყავს ერთი ავტორიც და ერთი პატრონიც. უბრალოდ ამ პატრონს ჰქონდა ერთ-ერთი მიზანი წინასაარჩევნოდ, რომ ისე შეეფუთა ეს ყველაფერი, რომ ცრუ აღქმები გაეჩინა ჩვენს საზოგადოებაზე და ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, მაგალითად „ლელოს“ და „გახარიების“ პარტია, არ გაეიგივებინა "ნაციონალურ მოძრაობასთან". ჩვენ შეგვიძლია მათი პატრონები ამაზე შევაქოთ კიდევაც, ვინაიდან მეტნაკლებად ამ ცრუ აღქმების განვითარებას მათი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მიაღწიეს. მაგრამ, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ახლა ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს ძალიან ყურადღებით, ვინაიდან ის, რომ ამ პარტიებს აქვთ სხვადასხვა სახელები, ეს არ ნიშანვს, რომ ისინი სხვადასხვა პარტიები და სხვადასხვა პოლიტიკური პროექტები არიან, და ისინი ერთი ავტორისა და პატრონის მხრიდან იმართებიან და აქ მახსენდება ხოლმე გრიგოლ რობაქიძის კლასიკა, რომ გველი კანს იცვლის, მაგრამ ზნეს არა. ამ ოთხივე პარტიას აქვს ერთი ზნეც და ერთი მიზანიც, ეს მიზანი რა არის - ებრძვიან საქართველოში ოჯახურ ტრადიციებს, საქართველოში გამჭვირვალობის პრინციპს და მშვიდობას, იმიტომ, რომ მათი მიზანი არის აქ ოჯახების დეგრადირება, რომ ადვილი სამართავი იყოს საზოგადოება, ღირებულებების, მათ შორის პრინციპების და მეორეს მხრივ, ამიტომაც არის სულ ორმაგი პრინციპებით, რომ მოქმედებენ ისინი, რომ ყველანაირად არეულობა გამოიწვიონ, მაქსიმალური ესკალაცია და მეორე ფრონტი", - აცხადებს რატი იონათამიშვილი.