14 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ათეულობით რეისი გადაიდო - ტურისტები ინდონეზიაში ჩარჩნენ

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ტურისტები კუნძულ ბალის აეროპორტში  ჩარჩნენ. გადაიდო ათეულობით რეისი, როგორც ბალიდან, ისე ბალისკენ. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

როგორც ტურისტები მედიასთან საუბარში აცხადებენ, აეროპორტში არიან გაჭედილები, რადგან ავიაკომპანიებმა ისინი სასტუმროთი არ უზრუნველყვეს და აეროპორტის ტერიტორიაზე უწევთ ყოფნა.

მედიის ცნობით, აეროპორტებში ათასობით ტურისტი რჩება, მაგრამ მათი ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის.

ტურისტების თქმით, ახლა მთავარია კუნძულიდან გაღწევა შეძლონ.

ცნობისთვის, ინდონეზიაში ვულკანი "ლევოტობი ლაქი ლაქი" პირველად 4 ნოემბერს ამოიფრქვა, რის შედეგადაც ჰაერში დიდი რაოდენობით გახურებული ფერფლი გაიფანტა. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებით.

ვულკანოლოგიისა და გეოლოგიური კატასტროფების შერბილების ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვულკანმა გუშინ, სულ მცირე 17 ჯერ ამოუშვა გახურებული ფერფლი, რამაც თვითმფრინავების მოძრაობა შეაფეუძლებელი გახადა და ფრენები გადაიდო.

დღის ამბები