14 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
აშშ-ში ზღვამ ადამიანის თავი გამორიყა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ზღვამ სანაპიროზე ადამიანის თავი გამორიყა. ოფიციალური პირების განცხადებით, საქმეზე დაწყებული გამოძიება. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მაიამის პოლიციის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ადამიანის თავის შესახებ შეტყობინება დაახლოებით დილის 8:30 საათზე მიიღეს. ინფორმაცია პოლიციას ადგილობრივმა მუშამ მიაწოდა.

პოლიციის ცნობით, მუშამ ადამიანის თავი სანაპიროზე ცურვის დროს აღმოაჩინა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდნენ.

პოლიციის ინფორმაციით, ექსპერტ-კრიმინალისტები ადამიანის ვინაობის დადგენას ცდილობენ.

დღის ამბები