პაკისტანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობით, მისმა სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ჰინდუქუშის მთათა სისტემაში აღწერეს, თუმცა ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ ისლამაბადშიც.
მოსახლეობა აქვეყნებს კადრებს, როგორ გარბის ხალხი შენობებიდან. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ.
პაკისტანში ბოლო, ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა 2005 წელს მოხდა. მისმა სიმძლავრემ 7.6 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიამ 74 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.