გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება. თარიღი პრეზიდენტმა უკვე დაამტკიცა. მანამდე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მთავარ პოლიტიკურ ძალებს შეხვდა და მოუწოდა, არ შეაფერხონ ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროცესები.
გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც კანცლერმა ფინანსთა მინისტრი მოხსნა. შედეგად ე.წ. შუქნიშნის კოალიცია დაიშალა.