20 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
"კაცი კაცია, ქალი ქალია და კაცი ვერ გახდება ქალი" - კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი

"კაცი კაცია, ქალი ქალია და კაცი ვერ გახდება ქალი", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იქამდე, ჯონსონს კითხვა დაუსვეს სარა მაკბრაიდის შესახებ, რომელიც მალე კონგრესის პირველი ტრანსგენდერი წევრი გახდება. მაიკ ჯონსონს ჰკითხეს, კაცია თუ ქალი მაკბრაიდი.

"მინდა, გავაკეთო განცხადება და ვიყო ძალიან მკაფიო. ნება მომეცით, ცალსახად განვაცხადო: კაცი კაცია, ქალი ქალია და კაცი ვერ გახდება ქალი", - აღნიშნა ჯონსონმა პრესკონფერენციაზე.

 

 

დღის ამბები