20 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
"ქართველი ხალხის არჩევანს არ სჭირდება მცირე ოპოზიციური ჯგუფის ლეგიტიმაცია... 89 ხმა, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს, არის სრულებით საკმარისი" - ნინო წილოსანი

"89 ხმა, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს, არის სრულებით საკმარისი, რომ როგორც მთავრობა იყოს დაკომპლექტებული, ასევე, ბიუჯეტი მიღებული, კანონები შემუშავებული და მიღებული", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის შეფასებით, პარლამენტის დაკომპლექტებას მცირე ოპოზიციური ჯგუფის ლეგიტიმაცია არ სჭირდება.

"ქართველი ხალხის არჩევანს არ სჭირდება მცირე ოპოზიციური ჯგუფის ლეგიტიმაცია. შესაბამისად, 76 ხმა და მანდატი ეს არის პირველი სასტარტო წერილი, მთლიანი საპარლამენტო შემადგენლობის ნახევარი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ახალი პარლამენტის უფლებამოსილება იცნოს. 89 ხმა, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს, არის სრულებით საკმარისი, რომ როგორც მთავრობა იყოს დაკომპლექტებული, ასევე, ბიუჯეტი მიღებული, კანონები შემუშავებული და მიღებული.

ამავდროულად, მინდა, ასევე გაგახსენოთ, რომ ბოლო რამდენიმე წელი წინა მოწვევის, ანუ მეათე პარლამენტშიც "ქართული ოცნება" 84 ხმით იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, ალბათ კარგად ნახავთ და თქვენც დარწმუნდებით, რომ 89 ხმა იმაზე უფრო მეტად საკმარისია, ვიდრე ეს შეიძლება ვინმეს უნდოდეს, რომ წარმოაჩინოს," - აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრი ნინო წილოსანი.

დღის ამბები