26 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
გრიგოლ გეგელია მანდატების ჩახსნაზე: ამას ვიზამთ უმოკლეს ვადაში

61 დეპუტატიდან მანდატის დატოვების მოთხოვნაზე ოფიციალური განცხადება ამ დრომდე მხოლოდ გიორგი ვაშაძეს აქვს დაწერილი. “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მათ პარლამენტის კანცელარიას ინდივიდუალურად, თანაგუნდელებთან კონსულტაციის გარეშე, ელექტრონული ფოსტით მიმართა.

ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, სხვები ამ ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობენ. სიების ჩახსნა მოითხოვეს “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრებმა, თუმცა მხოლოდ მათი, ვინც პარლამენტში ვერ მოხვდა.

რატომ არ მიმართა უფლებამოსილების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს ოპოზიციამ პირველივე სხდომაზე? ხელისუფლების ოპონენტები სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ.

“ჩვენ უკვე კვირაზე მეტია, რაც დაწერილი გვაქვს შესაბამისი განცხადებები. უბრალოდ აქამდე განცხადებები არ ჩაგვიბარებია არასად, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ აქამდე ამას ნაკლებად ჰქონდა სამართლებრივი კუთხით აზრი. მას შემდეგ, რაც ე.წ. პარლამენტმა, არალეგიტიმურმა ორგანომ, საკუთარი თავის ლეგიტიმაცია გამოაცხადა, ჩვენ უკვე გვაქვს ფორმალური სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ ჩავაბაროთ ჩვენი განცხადებები და მოვითხოვოთ საქართველოს პარლამენტის წევრობის მანდატის გაუქმება. ამას ვიზამთ უმოკლეს ვადაში“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

დღის ამბები