ვადამდელი საყოველთაო არჩევნები დიდ ბრიტანეთში არ ჩატარდება - ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პეტიციამ არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ორი მილიონი ხელმოწერა მიიღო.
Sky News-ის ინფორმაციით, პეტიციაში ხელახალი არჩევნების მიზეზად ლეიბორისტული პარტიის მხრიდან საარჩევნო დაპირებებზე უარი დასახელდა. დიდ ბრიტანეთში არჩევნები ოთხი თვის წინ შედგა.
“არ მიკვირს, რომ ბევრს ხელახალი არჩევნები სურს. ჩვენი სისტემა ასე არ მუშაობს. ჩემი ყურადღება გამახვილებულია გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ყოველდღიურად უნდა მივიღო“, - აღნიშნა კირ სტარმერმა.