ოპოზიციის გადაწყვეტილების მოლოდინში არის მმართველი გუნდი - “ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პროცედურა მანდატების დათმობის შემთხვევაში უმარტივესია.
“პროცედურა არის ძალიან მარტივი. გუშინ მოხდა ლეგიტიმაციის ცნობა 150-ვე დეპუტატისთვის და ახლა უკვე პროცედურა ითვალისწინებს იმას, რომ ვისაც სურს, რომ მანდატზე უარი განაცხადოს, უნდა მიმართოს პარლამენტს თავისი ინდივიდუალური განცხადებით და ამის შემდეგ უკვე პარლამენტი იმსჯელებს მოეხსნება თუ არა მას ლეგიტიმაცია. შესაბამისად, დაველოდოთ, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. არის მოლოდინი, რომ ისინი ამას ვერ შეელევიან და ჩვენ ამ ყველაფერს სულ რაღაც რამდენიმე დღეში ვიხილავთ,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.