26 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
უხერხულობას ქმნის რასაკვირველია, როდესაც არ არიან პარლამენტში ოპონენტები, მაგრამ ოპონენტებსაც ვეღარ დავუძახებთ - გიორგი ვოლსკი

ოპოზიციის გადაწყვეტილების მოლოდინში არის მმართველი გუნდი - უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიციის ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში შევა.

“უხერხულობას ქმნის რასაკვირველია, როდესაც არ არიან პარლამენტში ოპონენტები, მაგრამ ოპონენტებსაც ვეღარ დავუძახებთ. ჩვენ აღარ გვყავს ოპოზიცია და გაცილებით უფრო მეტი უხერხულობა შეიქმნება თუ კი პარლამენტი არ იმუშავებს, თუ კი მთავრობის შემადგენლობა არ დამტკიცდება და თუ კი მთავრობა არ დაიწყებს მუშაობას. აი უხერხულობა, ნამდვილი ტრაგედიაა საქართველოსთვის, ნგრევის პროცესი იქნება ასეთი,“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები