რუმინეთის პრემიერ-მინისტრი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა - მას შემდეგ, რაც ქვეყნის ცესკომ არჩევნების შედეგები სრულად დაითვალა, აღმოჩნდა, რომ მარსელ ჩიო -ლაკუს სამი მეასედი პროცენტით ლიბერალური პარტიის წარმომადგენელმა, ელენა ლასკონმა გადაუსწრო, რომელმაც 19%-ზე მეტი აიღო.
შედეგად მეორე ტურში ლასკონი არჩევნების შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე გასულ კალინ ჯორჯესკუს დაუპირისპირდება.
ადგილობრივი მედია ჯორჯესკუს პრო - რუსულ, ნატო-ს მოწინააღმდეგე ნაციონალისტად მოიხსენიებს, რომელსაც სავარაუდოდ, კრემლი ეხმარება.