"მემკვიდრეობის მდგრადობა: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ სიტუაციებში" - ამ თემაზე ICOM ევროპის 2024 წლის საერთაშორისო სასწავლო კურსი დაიწყო. მიზანი მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების გადამზადებაა, რათა კრიზისულ ვითარებაში უფრო ეფექტურად შეძლონ მუშაობა და კომუნიკაცია.
კურსში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სამუზეუმო და მემკვიდრეობის სფეროს, ასევე ეროვნული გვარდიის 22 წარმომადგენელი.