“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში აქციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ვიდეოს და სტატუსს აქვეყნებს:
"ამ კადრების მნახველი, როდესაც ისევ იტყვის რომ მშვიდობიანი აქციაა, ჩემთვის პირადად გათახსირებული ადამიანია, გინდა პრეზიდენტი ერქვას, გინდა პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი და გინდაც ძალიან კარგი ნაცნობი თუ სრულიად უცნობი ადამიანი. გამოფხიზლდით, თქვენს თვალწინ ხდება პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა, წარმოიდგინეთ, რომ ის პოლიციელი თქვენი შვილი, მეუღლე ან მამა რომ იყოს! თუ წარმოდგენა არ შეგიძლიათ, პირიქით მოლოტოვის კოქტეილის მსროლელს ამართლებთ, და გმირად მიგაჩნიათ ასეთი ველურები, მაშინ მიმიფურთხებია თქვენი ადამიანობისთვის, თქვენი საპრეზიდენტო, საპარლამენტო სკამებისათვის, თქვენ თუ გგონიათ რომ მარტო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით გამოძვრებით, ძალიან სცდებით თქვენ ხალხის მორალური სასამართლო ჯერ არ გინახავთ!"- წერს ლევანნიკოლეიშილი.