09 ოქტომბერი 2024,   18:15
ვრცლად
One Direction MTV-ს დაჯილდოების ფავორიტი გახდა

გლაზგომ ევროპული MTV-ს მე-20 დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. საღამოს ფავორიტი ბრიტანული ჯგუფი One Direction გახდა, რომელსაც სამი მთავარი პრიზი ერგო. მათ შორის ჯგუფმა მიიღო ჯილდო საუკეთესო პოპშესრულებისათვის.

ბენდის წევრები ცერემონიას არ ესწრებოდნენ, თუმცა თაყვანისმცემლებს მადლობა მათ ვიდეომიმართვით გადაუხადეს.

გამარჯვებულებს შორის აღმოჩნდნენ არიანა გრანდე და კეითი პერიც. ცერემონიას მომღერალი ნიკი მირაჟი უძღვებოდა.

შოუ მუსიკალური ნომრებითაც გამოირჩეოდა. აუდიტორიის წინაშე ცნობილი შემსრულებლები წარდგნენ, მათ შორის ირლანდიური ბენდი U2.

დღის ამბები