დიალოგის პერსპექტივა - მმართველ გუნდში ოპონენტებთან დიალოგის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ, თუმცა იქვე განმარტავენ, რომ შეთანხმება ვერ შედგება უკვე არსებული მოცემულობის შეცვლაზე. სახელისუფლებო გუნდში იხსენებენ, რომ პრემიერმა განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფებს ღია დებატები რამდენჯერმე შესთავაზა.
მოწოდებები დიალოგის შეთავაზებასა და კრიზისის განმუხტვაზე დასავლეთიდან ისმის. საფრანგეთი საქართველოს ვითარების განმუხტვისკენ მოუწოდებს და პროცესს აკვირდება. რამდენიმე დღის წინ, ემანუელ მაკრონმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პოლიტიკურ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოების შორის დიალოგის გზა არსებობს.
მოწოდების გათვალისწინების მზადყოფნას გამოთქვამენ ოპოზიციაში, თუმცა - მხოლოდ ერთი პირობით. ოპოზიციის წინაპირობა ხელახალი არჩევნები და დაკავებულთა გათავისუფლებაა.
დებატების პრობლემას ვერ ხედავენ სახელისუფლებო გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ჯგუფებისაგან არგუმენტებს ამ დრომდე ელოდებიან.
მე-18 დღეა ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, დედაქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.