საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დემონსტრანტები პარლამენტთან, სხვადასხვა ლოკაციიდან, მსვლელობით მივიდნენ. რუსთაველის გამზირზე ისმის საყვირებისა და შეძახილების ხმა, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.
ადგილზე არ არის საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზება. ვითარებას აკონტროლებს მხოლოდ რამდენიმე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ასევე, ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.