16 დეკემბერი 2024,   01:39
ვრცლად
მამუკა მდინარაძე: საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო - ტყუილია, არ გაგვიუქმებია! რატომ კადრულობენ ამ ტყუილს, შეგიძლიათ ტყუილის ავტორებს მოკითხოთ

საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო - ტყუილია, არ გაგვიუქმებია! (კანონს თუ ვინმე წაიკითხავს, ცუდი არ იქნება), - წერს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განმარტებით, ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, არც აქამდე მოეთხოვებოდა ქართულის ცოდნა და მაგალითად, მინისტრს შეეძლო დაენიშნა უცხოელი მრჩეველი, რომელმაც ქართული არ იცოდა.

მდინარაძე აღნიშნავს იმასაც, რომ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონტექსტმა თუ ვინმე ააღელვა, ამ მიმართულებით, ხელშეკრულებით დასაქმებულზეც შეიძლება ჩაიწეროს ენის ცოდნის ვალდებულება.

"საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო - ტყუილია, არ გაგვიუქმებია! (კანონს თუ ვინმე წაიკითხავს, ცუდი არ იქნება).

რატომ კადრულობენ ამ ტყუილს, შეგიძლიათ ტყუილის ავტორებს მოკითხოთ, თან მკაცრად!

რაც შეეხება ხელშეკრულებით დასაქმებულს, მას არც აქამდე მოეთხოვებოდა! მაგალითად, მინისტრს შეეძლო დაენიშნა უცხოელი მრჩეველი, რომელმაც ქართული არ იცოდა. თუ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონტექსტმა ვინმე ააღელვა, ამ მიმართულებით, შეგვიძლია ხელშეკრულებით დასაქმებულზეც ჩავწეროთ ენის ცოდნის ვალდებულება, არ იქნება ისე ცუდი, ადგილობრივების დასაქმების სავალდებულოობის კონტექსტში.

უცხოელ მუშახელზე გამონაკლისს დავუშვებთ, ბოლო-ბოლო, თუ აუცილებელი იქნა", - წერს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები