საჭიდაო ხალიჩა, ვარჯიშისთვის სხვა საჭირო ინვენტარი და ეკიპირება - ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს სპორტული ინვენტარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ პირადად გადასცა.
უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირობა შესრულებულია და მსგავსი კომუნიკაცია მოზარდებთან გაგრძელდება.