19 დეკემბერი 2024,   11:09
ვრცლად
დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, ღამით, საჰაერო განგაში იყო უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში

დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, საჰაერო განგაში იყო ღამით უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში.

აფეთქებები დაფიქსირდა დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში. დეტალები არ ვრცელდება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია სამხრეთიდან ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის შესახებ.

ხარკოვის ოლქში საჰაერო განგაშის დროს, რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.

ამავე დროს, აფეთქებები იყო რუსეთში, როსტოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რასაც წინ უძღოდა დრონებით თავდასხმა. გაჩნდა ხანძარიც.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, თანხის უმეტესი ნაწილი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდასაჭერად გამოყო, ქვეყნის შიგნითვე, უკრაინისთვის საჭირო სხვადასხვა მიმართულებით დაიხარჯა.

ნიუ-იორკში საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მიერ გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას ბლინკენმა თქვა, რომ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების გზაზეა, თუმცა მეტი დეტალი აღარ დაუკონკრეტებია.

მაკრონის ინიციატივა ჯარების განთავსება უკრაინაში, როგორც სტაბილური მშვიდობის მიღწევის საშუალება, განიხილეს ბრიუსელში არაფორმალურ შეხვედრაზე უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა.

დღის ამბები