19 დეკემბერი 2024,   18:37
ვრცლად
"ხაზარაძე ვერ ღალატობს იმ ტრადიციას, რომელიც მას და მის საყვარელ "ნაციონალურ მოძრაობას" 2012 წლამდე ჰქონდათ - ბიზნესა და მეწარმეებზე ზეწოლას" - დავით მათიკაშვილი

მამუკა ხაზარაძისა და პოლიტიკოსების მოწოდებას ბიზნესის გაფიცვასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი ეხმაურება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ხაზარაძე ცდილობს ბიზნესზე ზეწოლას და, ბულინგის გზით, მის რადიკალიზაციის რელსებზე გადაყვანას, თუმცა, მისივე თქმით, ეს მცდელობა უშედეგოა.

"ხაზარაძე ვერ ღალატობს იმ ტრადიციას, რომელიც მას და მის საყვარელ "ნაციონალურ მოძრაობას" 2012 წლამდე ჰქონდათ, ეს იყო ზეწოლა ბიზნესზე, ზეწოლა მეწარმეებზე. ამ ტრადიციით და ამ გამოცდილებით დღესაც სარგებლობს ხაზარაძე - აბულინგებს ბიზნესს, ცდილობს, რომ დესტრუქციულ რელსებზე გადაიყვანოს. არ გამოუვა ეს ყველაფერი. ვიცით, რომ ბევრი ტყუილია ის, რასაც ხაზარაძე ავრცელებს და რასაც ბიზნესი მისგან ისმენს. ეს ბიზნესმა ძალიან კარგად იცის, ამიტომ ვერც ეს რადიკალიზაციის მცდელობა ვერ გამოუვათ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები