ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულია დეპუტატი, რომელიც კოლეგებს აშველებდა. ვახტანგ გოლანძია კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ვეღარ გადაარჩინეს. რეანიმაციაშია კიდევ ერთი დაჭრილი, ე.წ. ოპოზიციის წევრი კან კვარჩია.
მედიის ინფორმაციით, მაინინგის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს კან კვარჩიამ და ადგურ ხარაზიამ იჩხუბეს, რა დროსაც ხარაზიამ იარაღი ამოიღო და სროლა დაიწყო. ის ახლა მიმალვაშია.
"შემოიყვანეს ორი პაციენტი. პაციენტი ვახტანგ გოლანძია კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იყო. გადავიყვანეთ რეანიმაციულ განყოფილებაში, მივიღეთ ყველა ზომა, სამწუხაროდ ეს წარუმატებელი აღმოჩნდა, ის გარდაიცვალა. ასევე გადმოყვანილია პაციენტი გვარჯია, მას გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს. მარცხენა მხრის არეში და კისერთან. ამ მომენტში მას ოპერაცია უტარდება" - ამბობს ექიმი.