20 დეკემბერი 2024,   15:51
ვრცლად
"არანაირი სანქციებისა და თუ სხვა მოქმედებების წინაშე, ხელისუფლება უკან არ დაიხევს" - გივი მიქანაძე

"ქართულ ოცნებაში" სანქციების საკითხს ეხმაურებიან. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, მსგავსი ნაბიჯები მათ კი არ აზიანებთ, არამედ ნათლად ასახავს იმას, რომ ქვეყნის მთავრობა მოსახლეობისა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვის მხარესაა.

"ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს და ავლენს იმ მიზანმიმართულ შეტევებს, რომლის მიზანიც არის, რომ საქართველოში სიტუაცია არა სტაბილიზაციისკენ, არამედ, გარკვეულწილად, დესტაბილიზაციისკენ წავიდეს. ნებისმიერი მსგავსი უსამართლო გადაწყვეტილება, რეალურად, ჩვენთვის დამაზიანებელი კი არ არის, არამედ კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებას იმას, რომ ხელისუფლება სწორედ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე დგას და არანაირი სანქციებისა და თუ სხვა მოქმედებების წინაშე, ხელისუფლება უკან არ დაიხევს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა.

ამავე თემაზე
დღის ამბები