20 დეკემბერი 2024,   15:54
ვრცლად
აშშ-ში კაცმა მეუღლე და 3 შვილი მოკლა - მძიმედაა დაჭრილი მეოთხე შვილი

აშშ-ში, იუტას შტატში, 42 წლის კაცმა მეუღლეს – 38 წლის ქალსა და 4 შვილს ესროლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. როგორც Associated Press-ი წერს, მხოლოდ ერთი შვილი გადარჩა. ის მძიმედაა დაჭრილი – 17 წლის ბიჭს თავის ტვინი აქვს დაზიანებული.

საზარელი სურათი ნათესავმა ქალმა ნახა. მან სახლში შესვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოჯახის ვერცერთ წევრთან დაკავშირება ვერ შეძლო.

როგორც მედია იუწყება, ორი გოგონას - 9 და 2 წლის ბავშვების ცხედრები სახლის ზედა სართულზე, ერთსა და იმავე საწოლში იპოვეს, 11 წლის ბიჭის ცხედარი კი პირველ სართულზე, მისაღებ ოთახში, მამის ცხედართან ერთად ნახეს. მეოთხე, გადარჩენილმა შვილმა თავი ავტოფარეხს შეაფარა, თუმცა ტყვია მასაც მოხვდა.

შემთხვევა, სავარაუდოდ, შაბათს ან კვირას მოხდა, თუმცა პოლიციას შეტყობინება არცერთი მეზობლისგან არ მიუღია.

დანაშაულის მოტივი, ამ ეტაპზე, უცნობია.

დღის ამბები