"ეუთო/ოდირის დასკვნებში საუბარია იმაზე, რომ საარჩევნო უბნების 90%-ში, საარჩევნო პროცესი დადებითად არის შეფასებული. ასევე, ის ფაქტი, რომ პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე არჩევნების დღეს, მშვიდობიანად ჩაეტარებინათ თავიანთი საარჩევნო კამპანიები," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი საუბრობს და ეუთო/ოდირის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება.
"რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ეუთო/ოდირის მხრიდან პოზიტიურად შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, როგორც თავად კანონმდებლობა, ასევე წარმართული პროცესები. ასევე, ეუთო/ოდირის დასკვნებში საუბარია იმაზე, რომ საარჩევნო უბნების 90%-ში, საარჩევნო პროცესი დადებითად არის შეფასებული. ასევე, ის ფაქტი, რომ პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე არჩევნების დღეს, მშვიდობიანად ჩაეტარებინათ თავიანთი საარჩევნო კამპანიები და საქმიანობა და რომ იყო შესაძლებლობა, რომ მშვიდ გარემოში ამომრჩევლისთვის გაეცნოთ თავიანთი პოლიტიკური შეხედულება, უზრუნველყოფა იმას, რომ არჩევნებში მათ სათანადო მხარდაჭერა მიეღოთ საკუთარი ამომრჩევლისგან," - აცხადებს ნინო წილოსანი.