საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეხანძრე-მაშველის, გიორგი ლელაშვილის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ირაკლი კობახიძე უსამძიმრებს გიორგი ლელაშვილის ოჯახს და ახლობლებს.
"გუშინ, ხანძრის ჩაქრობის დროს, თბილისში, ვაკის რაიონში, დაიღუპა მეხანძრე-მაშველი, გიორგი ლელაშვილი, მე მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს, ახლობლებს, მინდა სამძიმარი გამოვთქვა ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერმა.