22 დეკემბერი 2024,   19:40
ვრცლად
ლორა თორნტონი სერიოზული ადამიანი არ არის, შესაბამისად, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რაც შეეხება მაკკეინის ინსტიტუტს, აქაც არის პირდაპირ "დიფსტეიტის" გამოვლინება - პრემიერი

"ლორა თორნტონი სერიოზული ადამიანი არ არის, შესაბამისად, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საუბარია, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის ლორა თორტონის მიერ, სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ სტატუსზე, სადაც ის წერს, რომ "ქართულო ოცნებავ" შენი დღეები დათვლილია".

"ლორა თორტონი სერიოზული ადამიანი არ არის, შესაბამისად, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება მაკკეინის ინსტიტუტს, აქაც არის პირდაპირ "დიფსტეიტის" გამოვლინება. ეს ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ ვერ დააბრუნეს ხელისუფლებაში კოლექტიური "ნაცმოძრაობა"“, ადამიანები, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავის დროზე, 2012 წლამდე, წამებით, მკვლელობით, ბიზნესის რეკეტით, ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის ტერიტორიების ჩაბარებით და ა.შ. ვერ შეეგუენ იმას, რომ ამ ძალებმა ვერ დაიბრუნეს ხელისუფლება, ვერ დაიბრუნეს ძალაუფლება, თუმცა რა თქმა უნდა მათ მოუწევთ შეეგუონ ბედს, ზუსტად ისევე, როგორც ამის გაკეთება მოუწევს რადიკალურ ოპოზიციას", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები