ბიზნესმენის, ირაკლი იაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ესწრება, იმიტომ, რომ გაიგოს, მომავალში ქვეყანას რა ელოდება.
მისი თქმით, ესმის მოწოდებები, რომ ლარი უნდა ჩამოიქცეს, თუმცა ის ამ მოთხოვნა არ ემხრობა.
"მინდა, გავიგო, მომავალში ჩვენ რა გველოდება, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორ მივხედოთ ეკონომიკას. ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა, ეს სწორად მიგაჩნიათ თქვენ? - ეს ნალოლიავები, 30 წელი ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა და ლარი. ჩამოვაქციოთ ლარი - მესმის მოთხოვნები და არ ვუერთდები ამ მოთხოვნას.
გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ყველამ თავის საქმეს მიხედოს, რაც იცის", - განაცხადა ირაკლი იაშვილმა.