25 დეკემბერი 2024,   15:49
ვრცლად
რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა, გაიმართა ოფიციალური ცერემონია - მინისტრებმა პრეზიდენტის წინაშე ფიცი დადეს.

სამი პროევროპული პარტია ჩოლაკუს სოციალ-დემოკრატები, მემარჯვენე-ცენტრისტული ლიბერალები და ეთნიკური უნგრული პარტია, კოალიციური მმართველობაზე შეთანხმდნენ. ახალ მთავრობაში 16 მინისტრი იქნება.

ამასთან, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას რვა პორტფელი ერგო, მისი ამჟამინდელი მინისტრების უმრავლესობა საკუთარ თანამდებობებზე დარჩება. ახალმა მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დანიშნოს. მას შემდეგ, რაც რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რუსეთის ჩარევის გამო გააბათილა.

კოალიციაში შემავალი სამი პარტია შეთანხმდა, მხარი პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატს დაუჭიროს.

დღის ამბები