როგორი იქნება ახალი წლის ეთერი "რუსთავი-2-ზე" - არხი მაყურებელს საახალწლო კონცერტების სერიას სთავაზობს.
ახალი წლის ღამეს ეთერში ჯგუფ "ურსას" კონცერტი გავა, პირველ იანვარს კი მაყურებლის წინაშე წარდგებიან თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი, ბენდთან ერთად.
ასევე, გელოდებათ ზუკა ხუციშვილის, "რეზო და ბავშვების" კონცერტები.
ახალი წლის დღეებში, განსხვავებულ ამპლუაში წარდგებიან არხის სახეებიც.