05 იანვარი 2025,   15:40
ვრცლად
სირიის ახალ მმართველებთან შესახვედრად, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დამასკოში ჩავიდნენ

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - ანალენა ბერბოკი და ჟან-ნოელ ბარო სირიის დედაქალაქს ეწვივნენ. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ორი ქვეყნის პირველი დიპლომატები, ევროკავშირის სახელით, "სირიის დე ფაქტო ახალ ლიდერს, აჰმედ ალ-შარას შეხვდნენ".

ევროპელმა ლიდერებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მათი სურვილია სირიასთან ახალი ურთიერთობები დამყარდეს.

"ჩემი აქ ჩამოსვლა არის ნათელი სიგნალი სირიელებისთვის: შესაძლებელია ახალი პოლიტიკური დასაწყისი ევროპასა და სირიას შორის, გერმანიასა და სირიას შორის", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეხვედრისას, ჟან-ნოელ ბარომ გამოთქვა იმედი, სირია იქნება "სუვერენული, სტაბილური და მშვიდობიანი".

დღის ამბები