23 იანვარი 2025,   11:59
ვრცლად
SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორი საქართველოს რეგიონულ ციფრულ ჰაბად ქცევის შესაძლებლობაზე საუბრობს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორი საქართველოს რეგიონულ ციფრულ ჰაბად ქცევის შესაძლებლობაზე საუბრობს. სტეფან ნელსონმა, ამის შესახებ ინტერნეტ მმართველობის გლობალური ფორუმის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით გამართულ სესიაზე ისაუბრა.

      მისი თქმით, დღეს ციფრული დერეფნები თანამედროვე აბრეშუმის გზების ფუნქციას ასრულებენ - ამ კონტექსტში SpaceX-ის დირექტორმა საქართველოს პოტენციალზე ისაუბრა.

      "საქართველო მთელი ისტორიის მანძილზე ასრულებდა რეგიონებს შორის გამტარის როლს, დღეს კი მისი გეოგრაფიული უპირატესობა ახალ მნიშვნელობას იძენს. კომუნიკაციების კომისიის აქტიურმა და პროგრესულმა მიდგომამ შექმნა ხელსაყრელი გარემო ისეთი ახალი თაობის ტექნოლოგიებისთვის, როგორიცაა Starlink და ამით მთელი ქვეყნის მასშტაბით მისცა მოსახლეობას წვდომა მაღალი სიჩქარის და დაბალი დაყოვნების ინტერნეტ-კავშირზე. მაღალმთიან სოფლებში, როგორებსაც მაგალითად სვანეთსა და თუშეთში ვხვდებით, სადაც ტრადიციული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ნაკლებობით ხალხმა ათწლეულების მანძილზე იზარალა, დღეს Starlink-ის მეშვეობით უკვე ხელმისაწვდომია 100-200 მბ/წმ სიჩქარის, 20 მილი წამამდე დაყოვნების ინტერნეტი. საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობის, სტრატეგიული ლოკაციის, კომუნიკაციების კომისიის ინოვაციური და მოქნილი მიდგომის და Starlink-ის მოწინავე ტექნოლოგიის შერწყმა ქმნის ძლიერ საფუძველს მდგრადი განვითარებისთვის. კომუნიკაციების კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით კი ამ ტექნოლოგიების შემოტანა 2025 წელს საქართველოშიც იგეგმება." - აცხადებს სტეფან ნელსონი.

      დღის ამბები
      მეტი