03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
ვარდების მოედანზე საბაგიროს მშენებლობას საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს

ვარდების მოედანზე საბაგირო გზის სადგურის მშენებლობა იგეგმება. სადგური ვარდების მოედანს ფუნიკულიორთან დააკავშირებს. თუმცა ამ პროექტს არქიტექტორები და საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს.

საბაგიროს საყრდენი ბოძი უკვე დაიდგა გრიბოედოვის ქუჩის დასაწყისში, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია.

სპეციალისტები პროექტის შეჩერებას ითხოვენ. მათი აზრით, ვარდების, იგივე რესპუბლიკის მოედანი, ამ პროექტისთვის შეუფერებელი ადგილია.

საბაგიროს პროექტის შესაჩერებლად სოციალურ ქსელებში საპროტესტო პეტიციაც გავრცელდა, რომელზე ხელმოწერაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

 

ამავე თემაზე შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ "რუსთავი 2"-ის გამოკითხვაში. 

დღის ამბები