03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
ავტოკატასტროფა პეკინზე - 2 დაშავებული ღუდუშაურში გადაიყვანეს

2 ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პეკინის გამზირზე. ერთმანეთს ურთიერთსაპირისპიროდ მოძრავი ოპელისა და მერსედესის მარკის ავტომანქანები შეეჯხნენ. ინციდენტის შედეგად დაშავებული მძღოლი და ერთი მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, ორივე პაციენტს სხეულის დაზიანებები აღენიშნება და ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია. გავრცლებული ინფრომაციით ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით აღიძრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები