03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
ხანძარს საბურთალოზე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხანძარი საბურთალოზე მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა პეკინის ქუჩის 14 ნომერში მოხდა. სახლში ერთი მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. მისი ცხედარი გამთენიისას ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

ცეცხლის ჩაქრობას საგანგებო სიტუაციათა სამსახურის 4 ბრიგადა ცდილობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები