09 ოქტომბერი 2024,   18:15
ვრცლად
CNN-ი რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს

ტელეკომპანია CNN-ი რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს. გადაწყვეტილება ტელეარხის მფლობელმა კომპანიამ, რომელიც კორპორაცია "თაიმ უორნერში" შედის, წუხელ მიიღო. საკაბელო მაუწყებლობას CNN-ი რუსეთში 31 დეკემბრიდან შეწყვეტს.

რუსული მედიის ინფორმაიცით, ამის მიზეზი კანონმდებლობაში ბოლო პერიოდის ცვლილებები გახდა. 2009 წლელს მიღებული ცვლილებით, ყველა უცხოელ მაუწყებელს რუსეთში ადგილობრივი ლიცენზიის ქონა მოეთხოვება. ამერიკულ მაუწყებლობას რუსეთში ადგილობრივი სამაუწყებლო ლიცენზია არ გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ უფლების მოპოვებისთვის მან დიდი ხნის წინ მიმართა შესაბამის უწყებას.

დღის ამბები