09 ოქტომბერი 2024,   18:16
ვრცლად
დიდთოვლობამ შეერთებულ შტატებში მოსახლეობა დააზარალა

შეერთებულ შტატებში ნაადრევი დიდთოვლობაა. ციკლონმა ერთდროულად რამდენიმე შტატს გადაუარა. ყველაზე მეტად უხვმა ნალექმა მინესოტა და ვისკონსინი დააზარალა.

მინესოტაში თოვლის საფარის სიმაღლე უკვე 30 სანტიმეტრს აღწევს და ამ დრომდე გადაუღებლად თოვს. მკვეთრად დაეცა ტემპერატურაც. რეგიონში მაგისტრალების ნაწილი ჩაიკეტა.

ძლიერი თოვლისა და ქარბუქის გამო ათასობით ოჯახი დაზარალდა ვისკონსინის შტატშიც. სტიქიის გამო რეგიონში სკოლების ნაწილიც დაიხურა.

დღის ამბები