03 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
ომბუდსმენი ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო ტენდენციებზე საუბრობს

სახალხო დამცველი მთავრობას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ერთიანი სტრატეგიის შექმნისაკენ მოუწოდებს. უჩა ნანუაშვილმა დღეს სტატისტიკური მონაცემები წარადგინა და განაცხადა, რომ ვითარება საგანგაშოა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ფემიციდის წინააღმდეგ საბრძლველად კონკრეტული ზომებისა და ღონისძიებები უნდა გაატაროს.

სახალხო დამცველმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტს.

„ბოლო 6 თვის მანძილზე ოჯახში ძალადობის საფუძველზე 20-ზე მეტი ქალი მოკლეს. ამ საშიში ტენდენციის მასშტაბები არის საგანგაშო და ხელისუფლების ორგანოებს გადამჭრელი ზომების მიღება მართებს. მივმართე საქართველოს პარლამენტს განსაკუთრებული მსჯელობის საგნად ექცია ფემიციდი. ძალადობის ამ ტალღის წინააღდეგ ბრძოლაში არ გვაქვს კვლა ერთიანი ხედვა“, - განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე უჩა ნანუაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები