03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
ზუგდიდში დევნილებისთვის 10 ახალი კორპუსი უნდა აშენდეს

ზუგდიდში დევნილებისთვის 10 ახალი საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს. პროექტს გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო ახორციელებს.

ახალაშენებულ კორპუსებში 320 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს ბინას. პროექტის ღირებულება 10 მილიონ ლარს აჭარბებს.

დევნილთა კორპუსების მშენებლობაზე 200 პირი დასაქმდა. აქედან, 150 ადგილობრივი მოსახლეა, ხოლო 50 - იძულებით გადაადგილებული პირი.

მშენებლობა უკვე დაწყებულია და დღეს ის პირადად მინისტრმა დავით შავლიაშვილმა დაათვალიერა.

დღის ამბები