03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
ახმეტაში ჩხუბისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება

ახმეტაში პანკისის ინციდენტისას დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას ითხოვენ.
გიორგი ბრაგვაძისა და ბექა ყაჩმაზაშვილის ნათესავები მიიჩნევენ, რომ ორივე ახმეტელი პოლიციამ უკანონოდ დააკავა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ჩხუბის ორგანიზატორი ძმები ალხანაშვილები, რომლებიც ნოდარ ჭიჭიაშვილს მეგობრის სახლში თავს დაესხნენ, დღემდე თავისუფლები არიან.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ პანკისის ხეობაში ახმეტელებსა და პანკისელებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო, 3 ადამიანი დაშავდა. ხულიგნობის ბრალდებით პოლიციამ ორი ახმეტელი და ორი ქისტი ახალგაზრდა დააკავა.

დაკითხვაზე სულ 10 პირი იმყოფებოდა, რომელთაგან 4 პატიმრობაში დარჩა 6 კი გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები