
მესამე ადგილი შვეიცარიის და ამერიკის შემდეგ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველო გლობალური ფინტექ სისტემის პიონერი ქვეყანაა, რომელმაც შესაძლებელი გახადა სახელმწიფო გადასახადების გადახდა ღია ბანკინგის გამოყენებით და კრიპტოვალუტის კონვერტაციის გზით.
უწყება რამდენიმე პუნქტს გამოყოფს. მათ შორის, ეს არის გადახდების ინოვაციური მეთოდები, ღია ბანკინგი, ტრადიციული და ციფრული ფინანსების გაერთიანება, გლობალური ბიზნესისა და კრიპტო ინვესტორების მოზიდვა და ახალი სტანდარტების დაწესება.