
შტატებსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 24 მარტს შედგება, შეხვედრის ადგილი კვლავ საუდის არაბეთია.
ტრამპის განცხადებით, ის ძალიან მალე ხელს მოაწერს უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას ესმის წიაღისეულის ღირებულება და განსაკუთრებით აფასებს მას.
ტრამპმა ისაუბრა უკრაინაში ომის დასრულებაზეც და თქვა, რომ მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.
"ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ უკრაინისა და რუსეთის საკითხებზე, ძალიან მალე ვაპირებთ უკრაინასთან გარიგების გაფორმებას იშვიათ წიაღისეულებთან დაკავშირებით, რომლებსაც უდიდესი ღირებულება გააჩნია. ამას ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ. ვისაუბრე პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან. ჩვენი დიდი სურვილია, ეს ყველაფერი დასრულდეს, და, ვფიქრობ, ამ მხრივ საკმაოდ წარმატებულად ვმოქმედებთ. იმედი მაქვს, ყოველ კვირას ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ", - განაცხადა ტრამპმა.