22 მარტი 2025,   23:41
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" ბოლო პერიოდში შეძლო ერთი რამ, გააუქმა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის" - ირაკლი კუპრაძე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა, რომელზეც დღეს კიდევ ერთხელ საუბრობს მმართველი გუნდი შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები აშშ-სთან ურთიერთობის დაზიანებაში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებენ.

      პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ მდგომარეობის რეალური გადატვირთვის და განმუხტვისთვის საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

      "მდგომარეობის რეალური გადატვირთვის და განმუხტვისთვის საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. როდესაც ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა არის შეჩერებული, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ურთიერთობებს ერქვას დასტაბილურებული და ნორმალიზებული. იმისთვის, რომ ეს ნაბიჯები გადაიდგას, სწორედაც რომ საპროტესტო ტალღის მოთხოვნებია პირველ რიგში შესასრულებელი," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

      "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ბოლო პერიოდში გააუქმა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. 

      "ქართულმა ოცნებამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში შეძლო მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ, გააუქმა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ეს არის ფაქტობრივი მტკიცებულება და ეს სტრატეგიული პარტნიორობა წაიღო ჩვენს რეგიონში სომხეთის რესპუბლიკამ. სხვა ტიპის შეხვედრები, რომელსაც დღის წესრიგში ვხედავთ, არის მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური დიპლომატიური შეხვედრები, რომელზეც რა თქმა უნდა, უარს არ იტყვიან," - აცხადებს ირაკლი კუპრაძე. 

       

      დღის ამბები
      მეტი