23 მარტი 2025,   00:39
ვრცლად
"დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მხარდაჭერის დანახვებას და ამისთვის აუცილებელია საქართველოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქის შეკრება" - გიორგი მუჩაიძე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მეგობარი აქტის მხარდამჭერი აქციისთვის ემზადება. მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე გაიმართება.

      არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, "მეგობარი აქტი" საქართველოში პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნებს აჟღერებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, აქციაში რაც შეიძლება მეტი მოქალაქის მონაწილეობა.

      საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე:

      "დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ერთობას, ჩვენი მხარდაჭერის დანახვებას და ამისათვის აუცილებელია, საქართველოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქის შეკრება".

      "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური:

      "რაც შეეხება ამ დოკუმენტს - ესეც არის მნიშვნელოვანი, რა წერია იქ: ერთის მხრივ, აქ საუბარია იმ მოთხოვნებზე, რომელსაც აჟღერებს ქართველი ხალხი. საუბარია ასევე იმაზე, რომ თუკი კონკრეტული ადამიანები საქართველოს ხელისუფლებაში არ შეასრულებენ ქართველი ხალხის მოთხოვნას, ამ შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ გატარდება კონკრეტული მკაცრი ზომები".

      დღის ამბები
      მეტი