
"ბაიდენის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაფუჭება და სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, გამოიწვია იმან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვა საქართველოს ჩართვა ამ ომში" - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პაატა სალიამ გააკეთა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპის გზავნილები ფაქტობრივად თანხვედრაშია იმ გზავნილებთან, რომელიც აქვს "ქართულ ოცნებას."
"ურთიერთობების გაფუჭება ბაიდენის ადმინისტრაციასთან მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმ გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად, რაც დაკავშირებული იყო რუსეთ-უკრაინის ომთან. სწორედ ურთიერთობის გაფუჭება და სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება გამოიწვია იმან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვა საქართველოს ჩართვა ამ ომში. შესაბამისად, ვიცით, რომ ადმინისტრაცია შეიცვალა, გვესმის ყოველდღიურად პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები, რომელიც ფაქტობრივად თანხვედრაში არის იმ გზავნილებთან, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას, მის ხელმძღვანელობას საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ეს გვაძლევს იმედს, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა," - აცხადებს პაატა სალია.