22 მარტი 2025,   23:59
ვრცლად
"ძალიან კარგად ვიცოდით აქამდეც, სად იხარჯებოდა თანხები, რომ ისინი რეალურად რადიკალიზმს და დანაშაულებრივ ქმედებებს აფინანსებდნენ საქართველოში" - დავით მათიკაშვილი ფონდების დაყადაღების საქმეზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "ძალიან კარგად ვიცოდით აქამდეც, სად იხარჯებოდა თანხები, რომ ისინი რეალურად რადიკალიზმს და დანაშაულებრივ ქმედებებს აფინანსებდნენ საქართველოში," - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე, პროკურატურა გამოძიებას გამოეხმაურა.

      "ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით აქამდეც, სად იხარჯებოდა თანხები, რომ ისინი რეალურად რადიკალიზმს და დანაშაულებრივ ქმედებებს აფინანსებდნენ საქართველოში. ეს ყველაფერი ძალიან კარგად, მტკიცებულებით, პროკურატურამ საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტირებისას საზოგადოებას კარგად გააცნო.

      სწორედ ამ მრუდე და ბინძურ მიზნებს ხმარდებოდა, სამწუხაროდ, ეს თანხები. თუკი იყო ქველმოქმედებაზე გაღებული ერთი ლარი, ათასი იყო გაღებული დესტრუქციისთვის და ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ," - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

      საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე, პროკურატურა გამოძიებას განაგრძობს. 5 ფონდის დაყადაღების შემდეგ, საგამოძიებო უწყება მათ საქმიანობას და ტრანზაქციებს სწავლობს. საუბარია, ბოლო 4 თვეში დახარჯულ 2 მილიონ ლარზე.

      დღეს კიდევ ერთი შეფასება გააკეთა მოსარჩელე მხარემ. საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" განცხადებით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ფონდები ფულს ქვეყანაში რადიკალური პროცესების წახალისებისა და პოლიტიკური მიზნებისთვის ხარჯავდნენ.

       

      დღის ამბები
      მეტი