
ინდონეზიაში, ვულკან "ლევოტობის" ამოფრქვევის შედეგად, ჰაერში გაშლილი ვულკანური ფერფლის გამო, კუნძულ ბალის მიმართულებით და უკან ფრენები გაუქმდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
ავიაკომპანია Jetstar-მა, არაუსაფრთხო პირობების გამო, პარასკევს დილით, ექვსი რეისი გააუქმა.
მედიის ცნობით, საბიუჯეტო ავიაკომპანია ვითარებას აკონტროლებს და პარასკევის დღის ფრენები ჯერ არ გაუქმებულა.
ავიაკომპანია Qantas-ს აქვს დაგეგმილი დღისით ფრენები, რომლებიც ჯერჯერობით არ გაუქმებულა. ამასთან, Virgin Australia ელოდება ფრენებზე შეფერხებებს.