
დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე, რომელსაც მოსწავლეები და სტუდენტები ესწრებოდნენ, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებულებას, რომელიც აუქმებს განათლების ფედერალურ დეპარტამენტს.
გადაწყვეტილება ტრამპის საარჩევნო დაპირებების ნაწილი იყო. დადგენილება განათლების სექტორზე ზედამხედველობას თითქმის სრულად გადასცემს შტატებსა და ადგილობრივ საგანმანათლებლო სისტემას. თეთრი სახლი აცხადებს, რომ მიზანი სტუდენტების აკადემიური მოსწრების დონის გაუმჯობესება და ფულის დაზოგვაა.