22 მარტი 2025,   22:57
ვრცლად
"ფული ხმარდებოდა ბინძურ პოლიტიკურ ამოცანებს, დესტრუქციას, ადამიანების წახალისებას, რომ ჩაედინათ განმეორებით კანონდარღვევა" - ვატო შაქარიშვილი ფონდების დაყადაღების საქმეზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე, პროკურატურა გამოძიებას განაგრძობს. 5 ფონდის დაყადაღების შემდეგ, საგამოძიებო უწყება მათ საქმიანობას და ტრანზაქციებს სწავლობს. საუბარია, ბოლო 4 თვეში დახარჯულ 2 მილიონ ლარზე.

      დღეს კიდევ ერთი შეფასება გააკეთა მოსარჩელე მხარემ. საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" განცხადებით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ფონდები ფულს ქვეყანაში რადიკალური პროცესების წახალისებისა და პოლიტიკური მიზნებისთვის ხარჯავდნენ.

      "ფული ხმარდებოდა ბინძურ პოლიტიკურ ამოცანებს, დესტრუქციას, ძალადობას ქუჩებში, ადამიანების წახალისებას, რომ მათ ჩაედინათ განმეორებით კანონდარღვევა, მათ შორის, შეესყიდათ ის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები, რომელიც სჭირდებოდა ძალადობრივი აქციების წარმოებას, ჩვენი გმირი პოლიციელების მიმართ ცეცხლის გახსნას, პარლამენტის შენობის გადაწვას, რუსთაველზე ცეცხლის გაჩაღებას და, საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ემსახურებოდა ქვეყანაში ლეგიტიმურად არჩეული, დემოკრატიული ხელისუფლების დამხობასა და აგენტურული ქსელის ხელისუფლებაში მოყვანას. ისინი უბიძგებდნენ ადამიანებს, რომ წასულიყვნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ. მათ წინა ხაზზე ჰყავდათ, ცეცხლში და მასობრივ არეულობაში, გაშვებული ახალგაზრდა ასაკის ადამიანები. მსხვერპლი ვერ მიიღეს, საბედნიეროდ, მაგრამ ეს ადამიანები ცხადია აღმოჩნდნენ განსასჯელის სკამზე, იმიტომ, რომ, მათი დავალებითა და წახალისებით, ეს ახალგაზრდები ჩადიოდნენ მძიმე დანაშაულს ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ," - აღნიშნა საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა.

      მანამდე, ანგარიშების დაყადაღების და დაწყებული გამოძიების შესახებ ისაუბრა "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" გამგეობის თავმჯდომარემ, ლელა ცისკარიშვილმა.

      "ჩვენ ვეხმარებით უფლებადარღვეულ ადამიანებს და ვუფარავთ მათ ადმინისტრაციულ ჯარიმებს. ყადაღის დადების მომენტში ორგანიზაციის აერთიანებდა, როგორც დაჯარიმებული პირებისთვის შემოწირულებებით შეგროვებულ თანხებს, ასევე, ორგანიზაციის დაგეგმილი სხვა უფლებადაცვითი საქმიანობისთვის საერთაშორისო დონორების მიერ ჩარიცხულ თანხებს. შესაბამისად, "ადამიანის უფლებათა სახლი" ვეღარ ახერხებს საქმიანობის გაგრძელებას," - ამბობს "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" გამგეობის თავმჯდომარე, ლელა ცისკარიშვილი.

      დღის ამბები
      მეტი